EN GE
ტანსაცმლის სრული მომსახურება თქვენი ბიზნესისთვის
ვინ ვართ ჩვენ?

სრული მომსახურება B2B კლიენტებისა და სტარტაპებისთვის

MAKRATELLI არის ტანსაცმლის პირველი სააგენტო საქართველოში, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს ტანსაცმლის სერვისების სრულ პაკეტს. რაც მოიცავს უნიკალური დიზაინის შექმნას, პროდუქტის განვითარებას, მასიურ წარმოებას და კონსულტაციას.

სერვისები

ტანსაცმლის განვითარება დიზაინიდან მასიურ წარმოებამდე

  • დიზაინი
    ჩვენ ვქმნით უნიკალურ დიზაინს, რომელიც ხაზს უსვამს თქვენი ბრენდის ძლიერ მხარეებს და იდენტურად გადაგვაქვს ნიმუშში, საბოლოო პროდუქტის რეალურად აღსაქმელად.
    • კრეატივი
    • ესკიზები
    • ნიმუში
    service
  • პროდუქტის განვითარება
    პროდუქტის განვითარების საფეხურზე ვმუშაობთ საბოლოო დიზაინებზე. ტექნიკური დიზაინის, ნიმუშისა და ქსოვილის შესაქმნელად. ვამზადებთ ტექნიკურ პაკეტს.
    • თარგი და გამრავლება
    • მასალის მოძიება
    • ტექნიკური პაკეტი
    service
  • წარმოება
    ჩვენი სააგენტო თქვენთვის აწარმოებს პროდუქტს ან უზრუნველყოფს თქვენ საჭიროებებზე მორგებულ საუკეთესო მწარმოებლებთან დაკავშირებას. ჩვენ ვზრუნავთ რომ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი სასურველ ვადაში მიიღოთ.
    • მასიური წარმოება
    • ექსპრეს სერვისი
    service
  • ტანსაცმლის კონსულტაცია
    ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი ტანსაცმლის ბრენდის ეფექტურ ჩაშვებას ბაზარზე.
    • ახალი ბრენდი
    • წარმოება და მასალის მოძიება
    • ბრენდის განვითარება
    service
პროექტები

ჩვენი მეგობარი კომპანიები

ჩვენი მიზანია ვიყოთ იმდენად მოქნილი, რომ ვემსახუროთ ნებისმიერი მასშტაბის კომპანიას. გვაქვს მცირე და დიდ ბიზნესთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. MAKRATELLI ეცნობა პარტნიორი კომპანიის ბრენდს, შეისწავლის მის ძლიერ მხარეებსა და ბრენდის ხასიათის გათვალისწინებით ქმნის ტანსაცმელსა და აქსესუარებს.

რატომ ჩვენ

10 წლიანი მრავალმხრივი გამოცდილება

MAKRATELLI B2B მომხმარებლების ტანსაცმლის სერვისების სრულ მომსახურებას უზრუნველყოფს. ჩვენი სერვისები მოიცავს დიზაინს, პროდუქტის განვითარებას, წარმოებასა და კონსულტაციას. მაღალი ხარისხი და მიწოდების დროული სერვისი ტანსაცმლის კონკურენტულ ინდუსტრიაში საიმედო პარტნიორად გვაქცევს.

მოქნილი პროცესი


ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენს ყველა საჭიროებას და მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველვყოფთ მათ შესრულებას.

ხარისხი და სრულყოფილება

ჩვენი სტანდარტი თქვენი კმაყოფილებაა

სწრაფი მიწოდება

ჩვენ ვაფასებთ თქვენს დროს

ბისფოუქს + არტი

არტისტებთან კოლაბორაციით ბიზნესებისთვის ვქმნით ინდივიდუალურ, კორპორატიულ საჩუქრებს.