წესები და პირობები

“MAKRATELLI.GE” გახლავთ ინტერნეტ მაღაზია ქართულ ვებ-სივრცეში. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ სწრაფი, უსაფრთხო და ხარისხიანი მომსახურება!

საქართველოს კანონმდებლობა 

” MAKRATELLI.GE”-ის მომხმარებელი საიტზე რეგისტრაციისას ავტომატურად მოექცევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებისა და რეგულაციების ქვეშ. 

 

საიტზე რეგისტრაცია, თქვენი პროფილი, ინფორმაციის კონფიდენციალურობა

თუ გსურთ მიიღოთ ჩვენი მომსახურება და ამავდროულად ეთანხმებით საიტის წესებსა და პირობებს თქვენ უკვე გაქვთ შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე. საიტზე რეგისტრაციით თქვენ ავტომატურად ქმნით საკუთარ პროფილს და ირჩევთ პაროლს და ელ.ფოსტას მის სამართავად. ამ ინფორმაციის კონიფიდენციალურობა დაცულია” MAKRATELLI.GE “-ის მიერ.

 

პროდუქციის აღწერილობა 

” MAKRATELLI.GE ” მაქსიმალურად ცდილობს მოგაწოდოთ სწორი მონაცემები  პროდუქციის შესახებ. პროდუქციის შეძენამდე გთხოვთ გადახედოთ პროდუქტის შესახებ ყველა ინფორმაციას/დახასიათებას, სპეციფიკაციებს, ფასებს და ინდივიდუალურ პირობებს.

 

ფასები

საიტზე ნაჩვენებია პროდუქტის მთლიანი ფასი/ღირებულება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში),  საიტზე მითითებული ფასები არ მოიცავს ტრანსპორტირების ღირებულებას. 

 

მიწოდება

” MAKRATELLI.GE ” უზრუნველყობს თქვენი პროდუქციის მიწოდებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

თბილისში მიწოდების ვადები: 3 – 7 სამუშაო დღე

რეგიონში მიწოდების ვადები: 3 -10  სამუშაო დღე სამუშაო დღე

ზემოაღნიშნული მიწოდების ვადების MAKRATELLI.GE-სგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გადაცილების შემთხვევაში (არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა) მხარეები შესაძლებელია შეთანხმდნენ მომსახურების განსხვავებულ პირობებზე (მათ შორის თანხის უკან დაბრუნებაზე და სხვა). 

 

ტარიფები

საკურიერო მომსახურება თბილისის ფარგლებში: უფასო (შეკვეთა 200 ლარიდან)

საკურიერო მომსახურება თბილისის ფარგლებში: 5 ლარი (შეკვეთა 200 ლარამდე)

საკურიერო მომსახურება საქართველოს მასშტაბით: უფასო (შეკვეთა 200 ლარიდან)

საკურიერო მომსახურება საქართველოს მასშტაბით: 10 ლარი (შეკვეთა 200 ლარამდე)

 

გადახდა

თანხის გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის ვიზა / მასტერქარდ ბარათიდან, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში.

გადახდა ხორციელდება TBCpay.Ge-ს (თი-ბი-სი ბანკის) დაცული და უსაფრთხო სისტემის საშუალებით.

გადახდა მარტივი, უსაფრთხო და კომფორტულია.

 

საბანკო გადარიცხვა

ჩვენთან გადახდა საბანკო გადარიცხვის საშუალებითაც არის შესაძლებელი.

თანხის გადახდა ხორციელდება მითითებულ ანგარიშზე 2 სამუშაო დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება. 

მიმღები: შპს. „მაკრატელი“
 ბანკის დასახელება:  თიბისი ბანკი
 SWIFT:   TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE63TB7667836080100005

 

პროდუქტის ადგილზე მიტანა და მისი დაკარგვის საშიშროება 

” MAKRATELLI.GE” პასუხს აგებს მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის უსაფრთხოდ ტრანსპორტირებაზე. შეძენილი პროდუქციის დაკარგვის შემთხვევაში (მიუხედავად დაკარგვის მიზეზისა) ” MAKRATELLI.GE” ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს გონივრულ ვადაში გადახდილი საფასური მომხმარებელს.

 

შეფასება და კავშირი ჩვენთან

საიტის მომხმარებლებს შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი აზრი ჩვენი საიტის მომსახურების ან მასზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქტის შესახებ წერილის სახით. შეფასება არ შეიძლება ატარებდეს სარეკლამო ხასიათს და არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს. იკრძალება არასწორი ელ.ფოსტის გამოყენება და სხვა ადამიანად ან კომპანიად თავის გასაღება. ” MAKRATELLI.GE” უფლებას იტოვებს წაშალოს ან დაარედაქტიროს, ნებისმიერი შეფასება, თუ არ შეესაბამება მოცემულ სტანდარტებს.

 

საიტზე თქვენი რეგისტრაცია ავტომატურად გულისხმობს, რომ გაეცანით და ეთანხმებით საიტის წესებს.

 

უსაფრთხოების პოლიტიკა 

უსაფრთხოების პოლიტიკა აღწერს პროცესებს “MAKRATELLI.GE”-ის მიერ თქვენი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და მისი გამჟღავნების შესახებ. 

საიტზე რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი მონაცემების სწორად მითითება:

ელ.ფოსტა და პაროლი: საჭიროა, რათა გაიაროთ საიტზე ავტორიზაცია.

სახელი, გვარი, პირადი ნომერი ნომერი, ტელეფონის ნომერი: ეს მონაცემები საჭიროა, რათა სწორად მოვახდინოთ მომხმარებლის იდენტიფიკაცია და საჭიროების შემთხვევაში დავუკავშირდეთ მას. 

ქალაქი და მისამართი: საჭიროა, რათა განხორციელდეს პროდუქტის მიწოდება.

 

ინფორმაციის გავრცელება 

ჩვენ თქვენი ნებართვის გარეშე არ ვუმხელთ თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მესამე მხარეს, თუმცა უფლებას ვიტოვებთ ელ.ფოსტასა და საიტზე მითითებულ მობილურის ნომერზე გამოგიგზავნოთ სხვადასხვა ინფორმაცია ჩვენი სიახლეების, ინტერნეტ–პროექტების, ცვლილებების, შეთავაზებებისა და აქციების შესახებ. თქვენს შესახებ ინფორმაცია, შეიძლება გამოვიყენოთ სტატისტიკისათვის. სტატისტიკა ზოგადი ინფორმაციაა, რომელიც არ ამხელს თქვენს მონაცემებსა და ვინაობას.

 

ავტომატურად შენახული ინფორმაცია Cookies 

Cookies არის ტექსტური ფაილი, რომელიც თქვენს მყარ დისკზე ინახავს თქვენს მიერ მონახულებული ვებგვერდის შესახებ ინფორმაციას. ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს ტექნოლოგიას, რათა უზრუნველვყოთ საიტით სარგებლობა და უფრო მარტივი და ეფექტური გავხადოთ იგი.

 

უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა

თქვენი პროფილის შესახებ ინფორმაცია დაცულია თქვენს მიერ შერჩეული პაროლითა და პირადი ელექტრონული ფოსტით. “MAKRATELLI.GE”-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს გასცეს თქვენი ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებზე, თუ ამას მოქმედი საქართველოს კანონდებლობა მოითხოვს.

 

თქვენი გადაწვეტილება

საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით უსაფრთხოების პოლიტიკის წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ ნუ გამოიყენებთ ვებსაიტის მომსახურებას.

 

ცვლილებები უსაფრთხოების პოლიტიკაში 

“MAKRATELLI.GE” იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს დაარედაქტიროს და შეცვალოს უსაფრთხოების პოლიტიკა, თუმცა ამის შესახებ აუცილებლად ეცნობება ვებსაიტის მომხარებელს ელ.ფოსტზე გაგზავნილი წერილის ან უშუალოდ ვებსაიტის საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info@makratelli.ge

 

კონტაქტი

MAKRATELLI.GE

ნ.ყიფშიძის 6,  ს/ი 0162

ს/კ 405069214

ტელეფონი:
(+995) 557 268181 

(+995) 597 241313


ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლის 11:00-19:00;

 

 

აირჩიეთ თქვენი ვალუტა